11 ივნ 2026
სპორტის სამინისტრო კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს სპორტულ ინვენტარს გადასცემს . უწყების ინფორმაციით, შეძენილი სპორტული ინვენტარი მოიცავს სპორტის შვიდი სახეობისთვის საჭირო 36 დასახელების 1000-ზე მეტ ერთეულს, როგორც საშეჯიბრო, ისე სავარჯიშო ატრიბუტიკას; სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტების დათვალიერებას აგრძელებს.
მიმდინარეობს საჭიროებების აღწერა და პარალელურად შესაბამისი ინვენტარის დაკვეთა. პროცესი 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.
ჩინეთში სამუშაო ვიზიტისას სპორტის მინისტრი „ტაიშან გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდა და წარმოების პროცესს გაეცნო. მხარეების მოლაპარაკებების საფუძველზე, საქართველოს სპორტის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინვენტარი შეიძინა.
„ტაიშან გრუპი” ქმნის ფართო სპექტრის სპორტულ ინვენტარს. წარმოებული 200-ზე მეტი პროდუქტი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ფედერაციების მიერ.