კიდევ ერთი ქართველი UFC-ში

11 ივნ 2026

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან, UFC-სთან კონტრაქტი კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, 29 წლის ლევან ჩოხელმა გააფორმა. „მინდა, ყველას ოფიციალურად გაცნობოთ – ჩემი გზა UFC-ში იწყება.

დიდი ხნის ლოდინის, შრომის, მზადების და მოთმინების შემდეგ, როგორც იქნა, მივიღე შესაძლებლობა, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდი. 

UFC-ში დებიუტი 21 ივნისს, ლას ვეგასში, შედგება. ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა დროა, ყველაფერი ოქტაგონში დავამტკიცო“, – წერს ჩოხელი. ლევან ჩოხელს შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა ორგანიზაციაში აქამდე 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 მოიგო. UFC-ში ის 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

21 ივნისს ქართველი მებრძოლის მეტოქე ლეონ შაჰბაზიანი იქნება, რომელმაც კარიერაში გამართული 16 ბრძოლიდან 12 მოიგო.

UFC-ში ამჟამად ექვსი ქართველი მებრძოლი ირიცხება – ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრე თოფურია, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე და ლევან ჩოხელი.