11 ივნ 2026
დღეს მსოფლიოს 23-ე საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპს სამი ქვეყანა უმასპინძლებს – ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა.
ასევე მუნდიალების ისტორიაში პირველად ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები 16 ქალაქში გაიმართება. მათგან 11 შეერთებულ შტატებშია, სამი – მექსიკაში და ორი – კანადაში.
ცნობილი გახდა არბიტრის ვინაობა, რომელიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის გახსნის მატჩს იმსაჯებს.
მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაზე იმუშავებს ბრაზილიელი უილტონ სამპაიო. მას დაეხმარებიან თანამემამულეები ბრუნო პირესი და ბრუნო ბოშილია. გახსნის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.