11 ივნ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს - სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
აჭარის მთვარობის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ სპორტსმენებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია.