11 ივნ 2026
ალბანეთის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მასშტაბურ დემონსტრაციაზე გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი ფეშენებელური კურორტის მშენებლობა გააპროტესტა.
პროექტმა, რომლის ღირებულებაც 5 მილიარდი ევროა, ბალკანეთის ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია ფლამინგოების, სელაპებისა და ზღვის კუების ბუდობის დაცულ ჭაობიან ადგილებთან ახლოს მდებარეობის გამო, ასევე უცხოელი ინვესტორების გეგმების გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო.
„ალბანეთი არ იყიდება“ - ამ შინაარსის წარწერებით მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ.
პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში კორუფციის შესამცირებლად სპეციალური პროკურატურა შექმნა, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი გახმაურებული გამოძიება დაიწყო.