ბელფასტში ქუჩის არეულობა გრძელდება

11 ივნ 2026

ბელფასტში ქუჩის გამოსვლები ახალი ძალით განახლდა. სამართალდამცველები ქუჩებს  ბლოკავენ, რათა შეაჩერონ ანტი-იმიგრანტული დემონსტრაციების მონაწილეთა მხრიდან ძალადობა, რომელიც  ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში მეორე ღამე გაგრძელდა.

ანტი-იმიგრანტული ძალადობის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც დანით თავდასხმის შედეგად 30 წლის კაცმა თვალი დაკარგა.

თავდასხმის ამსახველი ვიდეოები მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა, რამაც სოციალურ მედიაში ძალადობრივი პროტესტისკენ მოწოდებები გამოიწვია. ოთხშაბათს სასამართლომ 30 წლის სუდანელს ბრალი წაუყენა მკვლელობის მცდელობაში და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა  და ჩრდილოეთ ირლანდიელმა პოლიტიკოსებმა დაგმეს ნიღბიანი მომიტინგეების მიერ ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა.