11 ივნ 2026
ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ზედიზედ მეორე დღეა საჰაერო თავდასხმებს ცვლიან. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასშტაბური საჰაერო თავდასხმით დაიმუქრა, თუ თეირანი დაუყოვნებლივ არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას.
საომარი მოქმედებების ესკალაცია ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ამერიკული აპაჩის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა, რამაც გამოიწვია ირანსა და რეგიონში აშშ-ის ბაზებზე საჰაერო თავდასხმების ტალღა.
ირანის საინფორმაციო სააგენტოები 93 მილიონიანი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ასევე ჩრდილოეთით, კასპიის ზღვასთან მდებარე ვარამინში აფეთქებების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
ირანმა თავდასხმებს იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ბაზებზე რაკეტებითა და დრონებით უპასუხა. ამერიკული მხარის განცხადებით, ირანის თავდასხმებს ბაზებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებიათ.