„საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ახალი ცენტრი სოფელ მელაანში

11 ივნ 2026

„საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა გურჯაანში, სოფელ მელაანში. უწყების ინფორმაციით, მოსახლეობას საირიგაციო მომსახურების მიღება გაუმარტივდება, შეეძლებათ წყალსარგებლობის განრიგის ადგილზე შეთანხმება.

აქამდე, აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის სხვა მუნიციპალიტეტში უწევდა მისვლა. 

წელს კიდევ 2 ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნება დმანისისა და წნორის მუნიციპალიტეტებში.