11 ივნ 2026
ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს კულტურის მინისტრმა დაათვალიერა. თამარ რუხაძე მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო და მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები განიხილა. რაჭის მუზეუმის ახალი შენობა 2026 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სისტემაში გაერთიანდა.
ამჟამად ფონდების სისტემატიზაციისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ახალ სივრცეში გადატანის პროცესი მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტთა ჩართულობით, ადგილობრივი კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს უტარდება აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები.
მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია ონის მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა ერთობლივად შეიმუშავეს.