11 ივნ 2026
მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა. ახალი ფილიალი წლიურად 70 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება. იუსტიციის სახლში მოეწყობა ქორწინების სივრცე, ასევე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების სამუშაო სივრცეები.
მცხეთის იუსტიციის სახლი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რიგით მეექვსე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 128-ე ფილიალი იქნება. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კიდევ სამი იუსტიციის სახლი შენდება.
უწყებაში ამბობენ, რომ მცხეთის იუსტიციის სახლში ადგილობრივები დასაქმდებიან.