ფაროსანის საწინააღმდეგო სამუშაოები

11 ივნ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაროსანის საწინააღმდეგოდ  ღონისძიებები მიმდინარეობს იმერეთში. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით.

უწყებაში აცხადებენ, რომ მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.