ბრიუსელში დღეს ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართება

11 ივნ 2026

ბრიუსელში დღეს საქართველოსა და ევროკომისიას შორის სავიზო რეგულაციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება. 

ცნობილია, რომ ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხება დიპლომატიურ და სამსახურეობრივი პასპორტების რეგულაციებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით.

საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობაზე უარყოფითად არ ისახება. 

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.