ბათუმელი კარატისტების 10 მედალი „OPEN GEORGIA 2026“-ზე

09 ივნ 2026

წარმატებით იასპარეზეს აჭარის სპორტული კარატეს ნაკრები გუნდის წევრებმა თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ კარატეში „ოუფენ ჯორჯია-2026“-ზე, რომელზეც სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში 16 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა. ნუგზარ ხიმშიაშვილისა და აბუბექირ ბინალიევის შეგირდებმა საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 10 მედალი მოიპოვეს. ამათგან 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.

„ოუფენ ჯორჯიას“ ჩემპიონები გახდნენ თამარ ცინცაბაძე, ანდრია ონიანი, მარიამ მალანია და ქეთი ხარაძე, ვიცე-ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედალი ერგო ანდრია კუპრეიშვილს.

დემეტრე ცინცაძე, ლუკა ახვლედიანი, ანდრია არჯევნიშვილი, ანა მხეიძე და გიგი ბაკურიძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.