10 ივნ 2026
ნიუიიორკში მზია წულუკიძის წიგნის "გადავადებული ბედნიერების" პრეზენტაცია გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას ავტორმა წიგნი მუსიკალური და პერფორმატიული მოქმედებების ფონზე გააცნო.
წიგნი ძირითადად შეიცავს ემიგრაციაში წლების განმავლობაში მცხოვრები ადამიანების რეალურ ისტორიებს და აჩვენებს, მათ იმედებს, ტკივილს, მონატრებას, სიყვარულს, შრომას და თავდადებას, სამშობლოსგან შორს , თავიანთი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.
ავტორის თქმით მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა ყველა ის მსხვერპლი რისი გაღებაც უწევს ემიგრაციაში წასულ ადამიანს საკუთარი და ოჯახის კეთილდღეობისთვის