10 ივნ 2026
21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სკოლა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე აშენდა და მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეების მიღებას უკვე შეძლებს.
სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ახლა სასკოლო რესურსით აღჭურვა მიმდინარეობს. 21-ე სკოლის შენობა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. ახალი სკოლის მშენებლობის პროცესს ზურაბ პატარაძე გაეცნო. მისი ინფორმაციით, ბათუმში ახალი სკოლების მშენებლობის პარალელურად ორი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.