10 ივნ 2026
მიმდინარე წელს, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამით 3 ახალი სახლი აშენდება: სოფელი დოლოგანში ,სოფელი ორცვასა და სოფელი პ/მაისში.
პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი შენობა, სველი წერტილებითა და შიდა და გარე სრული რემონტით. სახელშეკრულებო ღირებულება 372 500 ლარია.
პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით 22 სახლი აშენდა. სოფელი დოლოგნის და პირველი მაისის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის დეპუტატ უმაღლეს საბჭოში ნადიმ ვარშანიძესთნ, მერის პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად დაათვალიერა.