10 ივნ 2026
ხულოს დრამატულ თეატრში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლი, რომლის რეჟისორია მანანა ხელაია, შერეული ფორმატის წარმოდგენაა, სადაც მსახიობები სხვადასხვა ტიპის თოჯინებთან ერთად თამაშობენ.
სიუჟეტი ბურატინოს დაუვიწყარ თავგადასავალს მოგვითხრობს და ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს ეხება, როგორიცაა მეგობრობა, ნდობა, პასუხისმგებლობა და თანადგომა.
სპექტაკლი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა და კულტურული ღონისძიებების ხელმისაწვდომობის გაზრდა.