ზუგდიდში, მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, მომხდარიდან მალევე კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - შსს

10 ივნ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.