10 ივნ 2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე კვების ობიექტი „სამიკიტნო“ გეგმურად შეამოწმეს.
უწყების ცნობით, ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა – გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა.
გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.