მასობრივი მკვლელობა სამხრეთ აფრიკაში

10 ივნ 2026

სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქში, იოჰანესბურგში,  სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. სროლა სამშაბათს, ადგილობრივი დროით 23:10 საათზე მოხდა კლივლენდში, როცა 10-ზე მეტი შეიარაღებული პირი შევიდა დასახლებაში და ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივებს სხვადასხვა ადგილას, სანამ დანაშაულის ადგილიდან ავტომობილით მიიმალებოდნენ.

ადგილზე რვა კაცი და სამი ქალი გარდაცვლილი იპოვეს,  ხოლო კიდევ ერთი კაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივი გაურკვეველი რჩება და არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიფხიზლე, სანამ დამნაშავეები არ უპოვიათ.