შეხვედრა დევნილებთან

10 ივნ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის იძლებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ჯვარსა და ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მრავალბინიან კორპუსებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.