დაპირისპირება ოპოზიციაში - პოლიტიკური შეფასებები

10 ივნ 2026

დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ - როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა. მან მედიას მოუწოდა, ალიანსთან დაკავშირებით კითხვები სუს-სა და უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს დაუსვან.

ალიანსის ფანჩატურმა ვერ გაუძლო რყევებს, - ეს განცხადება კი  უმრავლესობის  წევრი დავით მათიკაშვილს ეკუთვნის. ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დროს არსებულ დაპირისპირებას პირველობისთვის ბრძოლით ხსნიან სხვა დეპუტატები უმრავლესობიდან.

რაც შეეხება ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას. მან ოპოზიციურ ალიანში მიმდინარე პროცესები “ცისფერ მთებს შეადარა“.