10 ივნ 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და ბერძენი ინფლუენსერები სტუმრობენ. ვიზიტის პირველ დღეს მოგზაურებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, საზღვაო აქტივობები გამოსცადეს და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
ევროპელი ინფლუენსერების მეორე დღე ექსტრემალურ აქტივობას - კაპნისთავის კანიონზე დაშვებას დაეთმო. აჭარაში მოგზაურობისას ინფლუენსერები ასევე, დალაშქრავენ მტირალას ეროვნულ პარკს და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გამოცდიან.
მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას კი ხეობის ბუნებას გადაიღებენ და ჩხუტუნეთის მუზეუმსა და ადგილობრივ სასტუმრო სახლებს ესტუმრებიან.ისინი რეგიონში 12 ივნისამდე დარჩებიან.