თბილისის მერმა ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცა

10 ივნ 2026

თბილისის მერმა ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცა. კაპანაძის ქუჩაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ოჯახები ჩუღურეთში ყოფილ ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ. კაპანაძის 4  ნომერში ახალი კორპუსებბი  ტენდერის გზით აშენდა.

მერმა დედაქალაქში არსებულ ავარიული შენობა ნაგეგბობებთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს აქვს კონკრეტული ხედვა და პროგრამა ამ გამოწვევის მოსაგვარებლად.