აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში სამიზნეები დაბომბეს

10 ივნ 2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ამერიკული მაღალტექნოლოგიური აპაჩის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სახმელეთო კონტროლის სადგურები და სათვალთვალო რადარის ობიექტები დაბომბეს და ოპერაციას „პროპორციული პასუხი“ უწოდეს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირის განცხადებით,  აპაჩი ცალმხრივმა ირანულმა თავდასხმის დრონმა ჩამოაგდო. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჩამოგდებული ვერტმფრენის ორივე პილოტი გადარჩა.

ირანის სახელმწიფო მედია სამხედრო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი შეტევითი საჰაერო სამხედრო ოპერაცია არ ჩატარებულა.