10 ივნ 2026
ბელფასტში ანტიმიგრაციული საპროტესტო აქციები არეულობებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსს და რამდენიმე ავტომობილს. პროტესტი ქალაქში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რომლის დროს 30 წლის სუდანის მოქალაქემ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 40 წლამდე ასაკის კაცს.
დაშავებულს სახის, ზურგისა და თვალების არეში აქვს დაზიანებები მიღებული, ის ჰოსპიტალიზებულია და მის მდგომარეობა მძიმეა.
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, ის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ სოციალურ მედიაში დემონსტრაციების ჩატარების მოწოდებების ფონზე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ რეგიონში ბოლო წლებში გახშირებული ანტიმიგრანტული არეულობები არ განმეორდება.