დაღესტანში მთავარი გაზსადენი იწვის

10 ივნ 2026

სამი აფეთქება მოხდა დაღესტანში. ქალაქ კიზილიურტში აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა მთავარ გაზსადენზე. ინფორმაციას რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.  

ადგილობრივი ადმინისტრაცია შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.  

საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და კიზილიურტის მერიის განცხადებით, აფეთქება მოხდა ათას 200 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე, ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა და გაზგამანაწილებელი სადგური მოიცვა. დაღუპულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ  უსაფრთხოების მიზნით ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობა გაიყვანა. ინციდენტის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა ოთხ რაიონს. მიმდინარეობს შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა.