10 ივნ 2026
აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
ფინანსურ დახმარებას ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.
2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 8 მილიონამდე ლარი გამოიყო, ხოლო მიმდინარე წელს 352 ოჯახის დასახმარებლად უკვე გამოყოფილია 4 მილიონ ლარზე მეტი.