საგუნდო მუსიკის საღამო ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში

09 ივნ 2026

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა, კონცერტში სასწავლებლის უფროს კლასელთა გუნდი და ვაჟთა ფოლკლორული გუნდი მონაწილეობდნენ.

უფროს კლასელთა გუნდის ქორმაისტერი ქეთევან მანელიშვილია, ვაჟთა ფოლკლორულ გუნდს კი ქორმაისტერი გიორგი ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობს. საღამოს ფარგლებში ქართული და უცხოური საგუნდო მუსიკის ნიმუშები შესრულდა, კონცერტის მიზანია საგუნდო ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა, სასცენო გამოცდილების გაღრმავება და ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია,რომ საღამოზე ასევე 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ,ბათუმის მერიამ დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის,მსახიობ მომღერალს ,ღვაწლმოსილ ხელოვანსა და არაერთი ჯილდოა მფლობელს დავით ბერიძეს.