09 ივნ 2026
უკრაინამ და ლატვიამ დრონების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ამ ფორმატის მეექვსე შეთანხმებაა, რომელსაც უკრაინა თავის პარტნიორებთან აფორმებს.
დრონების შესახებ შეთანხმება უკრაინასა და ლატვიას ერთობლივ წარმოებაში მრავალ შესაძლებლობას უხსნის, პირველ რიგში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში - ნათქვამია უკრაინის პრეიზდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონელ კოლეგას შეხვდა. ალარ კარისთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.