საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე SITF Korea 2026

09 ივნ 2026

აზიურ ტურისტულ ბაზარზე საქართველომ მაღალმხარჯველიანი ტურისტების სეგმენტის ყურადღება კორეაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიპყრო.

სეულში გამართულ „SITF Korea 2026“-ზე, სადაც 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და 35 ათასზე მეტი ვიზიტორი იყო წარმოდგენილი, ქართულმა დელეგაციამ ათასობით სტუმარს ქვეყნის ტურისტული მიმართულებები გააცნო და კორეულ ტურისტულ კომპანიებთან ახალი საქმიანი კონტაქტები დაამყარა.