ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

09 ივნ 2026

ხულოში ხანძრის შედეგად ზანდარაძეების რვასულიანი ოჯახის სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიაში აცხადებენ რომ ოჯახი უსაფრთხოდაა გაყვანილი და მათ ქირით უზრუნველყოფენ, ასევე მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახი ისარგებლებს, “ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, თუნუქის ფურცლით უზრუნველყოფის პროგრამით” ასევე ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან , გაეწევა ფინანსური დახმარება.