09 ივნ 2026
პარიზის სასამართლოში საქართველოს შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი იწყება, რომელთაც ბრალად ედებათ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული წიგნების ქურდობა. კერძოდ, საუბარია მილიონობით ევროს ღირებულების რუსულ კლასიკურ ნაწარმოებებზე - ინფორმაციას ფრანს-24 ავრცელებს. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულთაგან ორს დაუსწრებლად გაასამართლებენ, მათ დასაკავებლად ორდერებია გაცემული. გამოძიების მტკიცებით, სავარაუდოდ, ბრალდებულები „ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის“ წევრები იყვნენ. საფრანგეთში დანაშაულები 2023 წელს მოხდა.
ასევე, წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც „ევროპოლისა“ და „ევროჯასტის“ ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავეს.
2024 წლის აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურამაც გამოაცხადა.