09 ივნ 2026
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები მიუღებელი იყო, თუმცა დანაშაულის აღიარება და სინანულის გამოხატვა დადებითი ნაბიჯია, რომელიც მომავალში მსგავსი ქმედებების პრევენციას შეუწყობს ხელს. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.
მათი შეფასებით, დაკავებულები სასჯელს უსამართლოდ იხდიან, ამიტომ საპროცესო შეთანხმება მათთვის საპატიმროს დატოვების შესაძლებლობას ქმნის.