4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება

09 ივნ 2026

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში  4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 8 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სადაც მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას განიხილავენ.  

ბრალდებულებს — ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილსა და დათო ღურწკაიას — პროკურატურასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 3-წლიანი პირობითი მსჯავრი უნდა განესაზღვროთ.

არსებული ინფორმაციით, ყველა ბრალდებულმა ბრალი აღიარა და მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რის შემდეგაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა. 

შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან, გარდა ევა შანშიაშვილისა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ უკვე თავისუფლებაში იმყოფება.

საპროცესო შეთანხმებას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს. გადაწყვეტილება პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.