ირაკლი კობახიძე - ''სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს''

09 ივნ 2026

სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესს.

მისივე თქმით, სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ, თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა და არის საკმარისი რესურსი და  ძალა, იმისთვის რომ ქვეყანა დაუპირისპირდეს საბოტაჟს და  კორუფციას.