09 ივნ 2026
ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა თბილისში.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის რისკის ქვეშ ქართველი ხალხი ქართული ოცნების გადაწყვეტილებების გამო დადგა. მიზეზად კი დემოკრატიული რეფორმების არარსებობას ასახელებენ. რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში და ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან შანტაჟზე მიუთითებენ.
საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველ ხალხთან ვიზალიბერალიზაციის თემაზე შანტაჟის ენაზე საუბარმა ფასი დაკარგა და მისი ავტორები მსგავსი მიდგომებით ვერაფერს მიაღწევენ.