09 ივნ 2026
პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყებამდე კანონმდებლებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. დეპუტატებმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის იყო ვიზალიბერალიზაცია, ასევე, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა.
,,ქართული ოცნების’’ მხრიდან ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამმხრივი სამიტის მნიშვნელობაზეც.
პოლიტიკური განცხადებების დროს ოპოზიციურმა პარტიამ, ,,ქართულ ოცნებას’’ ბოლო წლებში მიღებული კანონპროექტები დაუწუნა.