ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს

09 ივნ 2026

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება. მიზეზი -ხანის წინააღმდეგ წაყენებული  სექსუალური ძალადობის ბრალდებაა. სასამართლოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საქმე წევრი სახელმწიფოების სპეციალურ სხდომას გადასცა, სადაც კარიმ ხანის მომავალზე იმსჯელებენ.

 21-წევრიანმა კომიტეტმა უმრავლესობით დაასკვნა, რომ ხანმა „სერიოზული გადაცდომა“ ჩაიდინა. სასამართლოს მმართველმა ორგანომ აღნიშნა, რომ მისი დროებითი ჩამოშორება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას.

კარიმ  ხანს უკვე შეჩერებული ჰქონდა იმ განყოფილების ხელმძღვანელობა, რომელიც ომის დანაშაულებსა და სხვა მძიმე საერთაშორისო დანაშაულებს იძიებს.

თავად კარიმ ხანი ბრალდებებს უარყოფს. კარიმ ხანის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც მასთან ჰააგაში მუშაობდა.