ზაპოროჟიეზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

09 ივნ 2026

ორი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა ზაპოროჟიეზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად.

დრონი ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოვარდა, დაიღუპა ორი ქალი, ერთ-ერთი ახლომდებარე კიოსკში გამყიდველად მუშაობდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. 

დრონის ჩამოვარდნის მომენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ზაპოროჟიეზე კიდევ ერთი რუსული დრონით დარტყმის შედეგად 52 წლის კაცი დაშავდა.