09 ივნ 2026
ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად აღდგა. შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტით სრულდება რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში, ბათუმის მერიამ ჯამში 22 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა.
უწყების ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის ნაცვლად, დაიგო ასფალტის საფარი. განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებისა და ბორდიურების ნაწილს, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
პარალელურად, ბათუმში გრძელდება ამორტიზებული ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების პროცესი. მიმდინარე წელს სამუშაოები 9 ქუჩასა და მონაკვეთზე ჩატარდა.
დაგეგმილია კიდევ 7 ქუჩის განახლება.