ხანძარი ხულოში - სოფელ ფაჩხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

09 ივნ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხაში ზანდარაძეების 8 წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ დაიწვა საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობა და ორი ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს და ცეცხლის გავრცელება შეაჩერეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული ოჯახის დახმარების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას და მათთვის საცხოვრებლის ქირით უზრუნველყოფას.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.