09 ივნ 2026
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.
საიუბილეო საღამოს ფარგლებში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
რევაზ აბულაძე 18 წელია ანსამბლ „ბერმუხას“ წევრია, ხოლო 2015 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობდა და მოიპოვა არაერთი დიპლომი, მადლობის სიგელი და ჯილდო.