09 ივნ 2026
ალბანეთი გააგრძელებს დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ ბალკანეთის სანაპიროსთან დაგეგმილი ფეშენებელური კურორტის მშენებლობას, მიუხედავად მისი გარემოზე ზემოქმედების გამო მუდმივი პროტესტისა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქ ტირანას ქუჩებში და სამხრეთ სანაპიროზე, სადაც კურორტის მშენებლობა იგეგმება, და მოითხოვეს პროექტის გაუქმება ფლამინგოების, სელაპების და ზღვის კუების ბუდობის დაცულ ჭაობიან ადგილებზე ზემოქმედების გამო.
ფლამინგო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა: მომიტინგეებს ხელში უჭირავთ გასაბერი ვარდისფერი ფრინველები და პლაკატები წარწერით „ფლამინგოს რევოლუცია“.
პროექტის შეჩერების მოთხოვნით ქუჩებში გამოსულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რამას 13-წლიანი მმართველობის გამო. მათი თქმით, პრემიერმა ვერ შეძლო კორუფციის აღმოფხვრა და ძირითადი სერვისების გაუმჯობესება.