09 ივნ 2026
უკრაინის ხარკოვის რეგიონზე რუსული რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, ხოლო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი აცხადებს, რომ დრონების თავდასხმებს იგერიებს.
რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინიეჰუბოვი ადასტურებს რეგიონზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს, რომელიც რუსეთისა და უკრაინის მიერ ბოლო კვირების განმავლობაშიერთმანეთის წინააღმდეგ მასშტაბურ თავდასხმებს მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას რუს კოლეგას ომის დასრულებისკენ მოუწოდა და უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის წამოწყება შესთავაზა აშშ-სა და ევროპის აქტიური მონაწილეობით.
ბოლო თავდასხმები ზელენსკის ლონდონში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განხორციელდა. ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად რაიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მხარდასაჭერად.