სარეაბილიტაციო სამუშაოები მაგისტრალურ არხზე  

09 ივნ 2026

სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში  სკრა-ქარელის მაგისტრალური არხის დაახლოებით 11-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძამის დიუკერსაც, აღდგა დაზიანებული მონაკვეთები და მოეწყო  სხვადასხვა ტიპური ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

უწყების ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია, მაისში დასრულდა.