09 ივნ 2026
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ახალგაზრდებთან ზუგდიდსა და ფოთში გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერი ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სისტემების, არჩევნების ისტორიის, საარჩევნო უფლების, ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის წინააღმდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე.
ახალგაზრდებთან შეხვედრები ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში იმართება.