საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე SITF Korea 2026 

09 ივნ 2026

საქართველოს ტურისტული პოტენციალი კორეის რესპუბლიკაში, სეულში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე SITF Korea 2026 წარადგინეს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კერძო კომპანია. 

ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა საქართველოს ტურისტული მიმართულებების პრეზენტაციები, შეხვედრები კორეულ ტურისტულ კომპანიებსა და ასოციაციებთან. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვისა და სამხრეთ კორეაში საქართველოს ცნობადობის გაზრდის საკითხები განიხილეს. ტურისტულ გამოფენაზე  40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67-ზე პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.