რექტორთა საბჭო

09 ივნ 2026

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საბჭოს წევრებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე, იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.