08 ივნ 2026
შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება და 2025-2026 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების ღონისძიების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე ესწრებოდა, რომელმაც კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
კონკურსი, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში, მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 583 მოსწავლე მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელი და სასაჩუქრე ვაუჩერი, ხოლო სკოლებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს მადლობის ბარათები გადაეცათ.